1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბოლო რამდენიმე დღეა, რაც საერთაშორისო მედია აქტიურად წერს ე.წ. „აქლემის გრიპის“ შესახებ, რომელსაც სამედიცინო სფეროში შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის(Mers) სახელით მოიხსენიებენ.
THE SUN-ის ცნობით, კატარიდან დიდ ბრიტანეთში დაბრუნებულ 3 ადამიანს აქლემის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ.
ახლა კატარში ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რის გამოც იქ უამრავი ადამიანი იმყოფება. აღსანიშნავია ისიც, რომ „კატარი 2022“ ყველაზე დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც კი კოვიდ პანდემიის შემდეგ ჩატარებულა.
სამედიცინო სფეროს ექსპერტები შიშობენ, რომ აქლემის გრიპის შემთხვევების რაოდენობამ უახლოეს მომავალში შეიძლება იმატოს.
მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, არაერთი ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტომ (მათ შორის გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის) საკუთარ ვებგვერდებზე განცხადებები გაავრცელა და კატარში მყოფ ადამიანებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.
რა არის „აქლემის გრიპი“
„აქლემის გრიპი“ არის რესპირატორული დაავადება, რომელსაც იწვევს კორონავირუსი სახელწოდებით - MERS-CoV-ი. ის პირველად 2012 წელს საუდის არაბეთში აღმოაჩინეს, საიდანაც შემდგომში ის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ინფექციის წყაროდ აქლემები ითვლებიან.
„აქლემის გრიპის“ ყველაზე მასშტაბური აფეთქება არაბეთის ნახევარკუნძულის გარდა, 2015 წელს სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც კორეაში საუდის არაბეთიდან დაბრუნდა. თუმცა, კონტაქტების აქტიური გამოვლენითა და კარანტინის წესების დაცვის წყალობით სამხრეთ კორეამ დაავადების გავრცელების შეჩერება შეძლო.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად მსოფლიო მასშტაბით, „აქლემის გრიპის“ 2 600-მდე მეტი შემთხვევაა ლაბორატიურლად აღწერილი. აქედან 935 ადამიანი დაიღუპა.
სიმპტომები
აღსანიშნავია, რომ „აქლემის გრიპის“ სიმპტომები ძალიან ჰგავს კორონავიორუსს. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, „აქლემის გრიპი“ კოვიდ-19-თან შედარებით სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.
მისთვის დამახასიათებელია:
1. მაღალი ტემპერატურა
2. ხველა/ქოშინი
3. სუნთქვის გაძნელება
4. დიარეა
5. პირღებინება
6.კუნთების ტკივილი
7. მუცლის ტკივილი
ამ დროისთვის „აქლემის გრიპის“ საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.
რაც შეეხება გადაცემის გზებს, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ:
1. „აქლემის გრიპი“ გადადის ინფიცირებულ აქლემთან ან ადამიანთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად.
2. ასევე, დაუმუშავებელი აქლემის ხორცისა და არაპასტერიზებული რძის მიღების შემთხვევაში.
პრევენციის გზები: რაც შეეხება პრევენციის გზებს, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ „აქლემის გრიპთან“ ბრძოლის მთავარი გზა ჰიგიენის ზოგადი ნორმების დაცვაა. უსაფრთხოების მიზნით პირებმა, რომლებიც სტუმრობენ ისეთ ფერმებს, ბაზრებსა და სხვაადგილებს, სადაც აქლემები იმყოფებიან - ცხოველთან შეხების შემდეგ, ალკოჰოლის შემცველი გელით ან საპნისა და წყლის გამოყენებით აუცილებლად უნდა დაიმუშაონ ხელები. ასევე, უნდა უნდა ეცადონ, რომ. ხელით ნაკლებად შეეხონ ცხვირს, პირსა და თვალებს. ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ და ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ, რათა მომავალში ახალი პანდემიის მომსწრეები არ გავხდეთ.