ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის ეს კვირა ნამდვილი გამოცდა იქნება
1739200821
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, ლაშა დვალს, უმშვენიერესი მეუღლე და შვილი ჰყავს.
მაკა ბუაჩიძე „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად ჩაწერა. მან ჩვენთან საუბარში გულახდილად ისაუბრა.
მაკა, თქვენზე მოგვიყევით, რას საქმიანობთ?
დავამთავრე იურიდიული, არასდროს მიმუშავია ამ განხრით, რადგან გავთხოვდი და ლაშასთან წავედი. ახლა დავიწყე ინტერიერის დიზაინის სწავლა და რაც შემიძლია, ონლაინ ყველაფერს ვაკეთებ. 90 პროცენტი ლაშაზე და ჩვენს შვილზე, მილიზე ვარ გადართული. შვილის აღზრდაში, ძალიან კარგი ადამიანი მეხმარება, რომელიც ორი წელია, ჩვენთან ცხოვრობს, ოჯახის წევრი და სასწაული ადამიანია.
მოგვიყევით, თქვენს სიყვარულზე, როგორ გაიცანით ერთმანეთი?
ლაშა ჩემმა ბავშვობის მეგობარმა გამაცნო. მერე სოციალურ ქსელში დავმეგობრდით და ნელ-ნელა დავახლოვდით. თავიდან ვმეგობრობდით მიწერ-მოწერებით და მერე უფრო მარტივად დავახლოვდით.
ლაშას ადამიანურ თვისებებზეც მოგვიყევით.
ლაშა, უზომოდ, უზომოდ კეთილი და ჰუმანური ადამიანია. ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი და კარგი მამაა. რაც კი დადებითი არსებობს ადამიანში, ყველაფერია ამ ერთად ადამიანში თავმოყრილი.
ბავშვის აღზრდაში როგორ არის ჩართული?
ასეა თუ ისე, თავისი გრაფიკიდან გამომდინარე, რასაც ახერხებს ყველაფერს უკეთებს მილის. ვარჯიშიდან, რომ მოდის, მიჰყავს სასეირნოდ, ბანს, ტანვარჯიშზე დაჰყავს და ა.შ. სახელიც მან შეურჩია ბავშვს.
ძნელია ფეხბურთელის ცოლობა? როგორ უწყობთ მეუღლეს ხელს?
ამ ყველაფერს, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა, მე ადაპტაცია არ მიჭირს და პირიქით, დადებითს ვუძებნი, მიყვარს ადამიანების გაცნობა, მათთან კომუნიკაცია. მე ლაშაზე ვარ დამოკიდებული და სადაც ის იქნება, იქ ვიქნები მეც. ყველანაირად ვუწყობ ხელს.