რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში, კუნძულ ხარგის სიახლოვეს ირანის რამდენიმე ნავთობტანკერი დაბომბა. ამის შესახებ CNN-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
ერთ-ერთი მათგანის ინფორმაციით, ამერიკულმა ძალებმა ის ირანული ტანკერები დაბომბეს, რომლებიც "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან" იყვნენ დაკავშირებული. მისი თქმით, დარტყმები აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდზე ირანის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების მცდელობის საპასუხოდ განხორციელდა.
მომხდართან დაკავშირებით ირანის ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა და თავდასხმის შესახებ კომენტარი არც აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას გაუკეთებია.