ამ პერიოდში, ვინც თქვენი ცხოვრებიდან წავა, უკან ვერ დაბრუნდება - ასტროლოგი

სოფია ბზეკალავა

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს მიმართავს და ასახელებს პერიოდს, რა დროსაც, ერთმანეთის ცხოვრებიდან წასული ადამიანები უკან ვეღარ დაბრუნდებიან.

„ამ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები კურო, მორიელი და კირჩხიბია. ბევრი კირჩხიბი უკვე გრძნობს გარკვეულ ემოციურ მომენტებს. ვიღაცასთან შეიძლება საოცარი ენთუზიაზმი იყოს, ვიღაცასთან პირიქით. პირველი მაისიდან 15-16 მაისის ჩათვლით, კონკრეტული პრობლემური საკითხები საბოლოოდ გადაიჭრება.

ყველა ზოდიაქოს ნიშანს ეხება - ამ პერიოდში [1-16 მაისი] ვინც თქვენი ცხოვრებიდან წავა, უკან ვერ დაბრუნდება. აღარ იქნება არაფერი ისე, როგორც ადრე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, შეიძლება ითქვას, თავისებური ენერგეტიკული პორტალია და უდიდესი ტრანსფორმაცია. ეს ეხება ყველას, თუმცა განსაკუთრებით, კუროს, მორიელსა და კირჩხიბებს.“ - ამბობს ასტროლოგი გადაცემაში „შენი დილა“.