VIDEO: სუხიშვილების მოცეკვავეს ბრუნო მარსის კონცერტზე ხელი სთხოვეს
1696192908
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე, სასამართლომ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ, მამუკა ხაზარაძეს სასჯელის აღკვეთა 7 წლის ვადით მიუსაჯა.
ხოლო ბადრი ჯაფარიძეს, ასევე 7 წლის ვადით მიუსაჯა. თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო ორივე მათგანს სასჯელი გაუუქმდათ და გათავისუფლდნენ.
„ეს ბრძოლა ღირს იმისათვის რასაც ჩვენ გავდივართ, იმიტომ, რომ ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ის რაც ვნახეთ არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც სჩადიოდა პროკურატურა ამ ხნის განმავლობაში, რადგან ცხადია, რომ არანაირი ფულის გათეთრების ნიშანწყალი არ ყოფილა არასდროს. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა. ბრძოლა გრძელდება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.