ტრაგედია წალკაში - 3 წლის ბავშვი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
1685130034
ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე ერთი კიდევ მიუსაფარი ძაღლის „დოდის“ მძიმე ისტორიის შესახებ საუბრობს, რომელმაც უამრავი ტანჯვა გამოიარა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ადამიანის ერთგულ მეგობრად დარჩა.
„დოდი უკვე წელიწად-ნახევარია ჩემი ოჯახის წევრია, ესეც ერთ-ერთი მიუსაფარი ძაღლი იყო, რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა. სპეციალურად გადაუარა მანქანამ. ზებრაზე, რომ გადადიოდა დაარტყა და შემდეგ ისევ გადაუარა. მძღოლმა თქვა: „ისევ იმიტომ გადავუარე, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ მოვკალიო“
შემდეგ წამოვიყვანე სახლში, ძალიან ცოტა ჰქონდა გადარჩენის შანსი, ხერხემლის მალები აქვს დამტვრეული. ტვინის ძლიერი შერყევა ჰქონდა, 1% ჰქონდა გადარჩენის შანსი.
იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი ტანჯვა და ადამიანებისგან ბევრი გულგრილობა აქვს ნანახი მიუხედავად ამისა ძალიან უყვარს ხალხი“, - ამბობს ტასო ლოსაბერიძე.