ზოდიაქოს 4 ნიშნის ქალი, რომლებიც მაგნიტივით იზიდავენ მამაკაცებს
1732742519
პატარა ანიტა ფაცაციას გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ანიტას ბებია თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ლექსს აქვეყნებს.
ამ დღეს ანიტა გამიფრინდა...
რატომ ანიტა,
ასეთი პატარა,
ასეთი ფარფატა?
სუნთქვაც კი არ მინდა
უგრძნობ სამყაროში,
სადაც შენ აღარ ხარ,
რომელმაც გაგწირა,
რომელმაც გაწვალა,
რომელმაც გაგაგდო,
ჩემი პაწაწინას
ლამაზი თვალები
არაფრად ჩააგდო
და გული ატკინა,
თან ისე ატკინა,
რომ ვეღარც მოურჩა,
ვეღარც ითამაშა,
ვეთარც გაიცინა,
ვერც ვერვის მუყვა...
იქნებ ვერც ხვდებოდა
მის თავს რა ხდებოდა,
ჩემი ანიტუკას დრო
თურმე რჩებოდა...
ღამე ღამდებოდა,
მთვარით ნათდებოდა
და გული დანებდა
და სუნთქვაც გაჩერდა...
დილა ვერ გათენდა,
მისთვის ვერ გათენდა...
პატარა ანიტას
ვეღარ დაათენდა...
ჩემი ტკბილი გოგო
ბნელ, უკუნ ღამეში
უცბად გაირინდა...
იყო და წავიდა,
იყო და აღარ მყავს,
ჩუმად გამიფრინდა...
ანიტა ფაცაცია 2020 წელს, 2 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას გულის მძიმე დაავადება დაუდგინდა. პატარა ანიტა საზღვარგარეთ მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.