პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე დიდი ხანია, ბიოლოგიურ დედას ეძებს. როგორც „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობს, ახლახან თავისი ბიოლოგიური დედის კვალზე გავიდა.
„კი, რაღაც კვალზე გავედი და ისევ ველოდები ტესტის პასუხებს… ჩემი დიდი ბაბუა და იმ გოგოს დიდი ბაბუა, ვის კვალზეც გავედი ტესტის საშუალებით, ძმები არიან. ეს გოგო აყვანილი არ არის. საქართველოში დაბადებული და გაზრდილიც არ არის. დედამისი საზღვარგარეთ გათხოვდა და არ აქვს შეხება აქაურ ნათესავებთან. მე კი გავიგე დედამისის გვარი, მისი მშობლებისა და ამ მშობლების მშობლებისაც კი, რადგან გამოვიკვლიე. ეს ყველა გვარი თვითონ დააფიქსირა გენეტიკურმა ანალიზმა და ჩანს“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.
მისივე თქმით, გოგო, რომლის კვალზეც გავიდა, დედის პოვნაში არ ეხმარება.
„არ მეხმარება, არადა, ძალიან ახლო კვალია. ჩემი ინფორმატორებით ვცდილობ მიკვლევას. გენეტიკურ ტესტში არის შესავსები ველები, სადაც წერ შენს მონაცემებს და გიჩვენებს, რა სახის ნათესავია – მამის თუ დედის მხრიდან. ამ გოგომ რომ შეავსოს ეს ველები, ზუსტად დამიხაზავს, მაგრამ ამასაც არ ავსებს…
აუცილებლად ვიპოვი! ამ ტესტში ამ გოგოს 8 წინაპარი ამოვიდა. მე გამოვიწერე გენეტიკური ტესტები და ამ გოგოს ნახევარ სანათესავოს გავუკეთე. ჩავედი სამეგრელოში და ჩამოვუარე ყველას. ერთი მხარე გამოვრიცხე, ახლა მეორე მხარე დამრჩა. ამ დარჩენილი 4 ადამიანიდან ერთ-ერთი ყველა ვარიანტში იქნება ჩემი ახლობელი. მათი საშალებით აუცილებლად გავალ კვალზე“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.
ასევე ნახეთ - დომენიკ მანგოს მიმართვა