პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის მოსახლეობას მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ბევრად მეტი გადასახადი მისდის. არასწორად დარიცხული ელექტროენერგიის გადასახადის გამო, კომპანიები „თელასი“ და „თელმიკო“ გასულ წელს უკვე დაჯარიმდა, ხოლო ამჯერად რამდენად სწორად დაერიცხათ გადასახადი მოქალაქეებს, სემეკი 1 თვის განმავლობაში დაადგენს.
თუ აღმოჩნდა, რომ გამანაწილებელი და მიმწოდებელი კომპანიამ არასწორი მონაცემებით იხელმძღვანელა და აბონენტებს ზედმეტი გადაახდევინა, „თელასს“ მოუწევს გადახდილი თანხა მომდევნო თვის ანგარიშში გაქვითოს.
ასობით მოქალაქე სოციალურ ქსელებში დეკემბრის და იანვრის გაორმაგებულ ხარჯებზე წერს. აღმოჩნდა, რომ ელექტროენერგიის თითქმის 150%-ით გაზრდილი სააბონენტო გადასახადი მიუვიდათ იურიდიულ პირებსაც -
ერთ-ერთი მათგანი „ოქტოპუს ფიტნესია“.
უკმაყოფილო მომხმარებლების საჩივრების გამო, „სემეკში“ დღეს სხდომა გაიმართა. თითქმის 40 წუთიანი მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ "თელმიკოს" და "თელასს" მარეგულირებელი კომისიის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფები შეამოწმებენ. პროცესში ერთვება ენერგოომბუდსმენიც.
„კურიერის“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ენერგოდისტრიბუტორებმა ჩვენთან კონტაქტი დღეს არ ისურვეს. მცირე განცხადებით "სემეკში" ონლაინ ჩართვის დროს შემოიფარგლა „თელასის“ წარმომადგენელი.
გასულ წელს არაზუსტი დარიცხვების გამო სემეკმა „თელასი“ 75 000, ხოლო „თელმიკო“ 50 000 ლარით დააჯარიმა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ხარვეზი ამჯერადაც დადასტურდება, მათ გაორმაგებული ჯარიმის გადახდა მოუწევთ.