1728312638
„ალექსანდრეს რა პასუხი გავცეთ, ნათლია რომ აღარ ჰყავს“ - ბიძაშვილის საშველად მისულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საგარეჯოში სისხლის კალო დაატრიალა. მოკლულია 5 ადამიანი და დაიჭრა 5 პირი.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ზაქრო მათიაშვილია. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ის ადგილზე ბიძაშვილის გადასარჩენად მივიდა, რა დროსაც ზურგში ნასროლი ტყვია ზურგში მოხვდა.
„როგორ დავიჯეროთ ზაქრო, რომ აღარ ხარ... ალექსანდრეს რა პასუხი გავცეთ, რომ ნათლია აღარ ჰყავს“ - ემშვიდობებიან გარდაცვლილს.
ცნობისთვის, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.
19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა.
გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც.
საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.