„დაბომბვისას მსახიობმა ფაშა ლიმ ჯავშანჟილეტი გაიხადა, ბავშვებს გადააფარა და ცხრავე გადაარჩინა, თვითონ დაიღუპა“ - უკრაინელი მომღერალი, კამალია

webp

6 მარტს, უკრაინელი ცნობილი მსახიობი ფაშა ლი გმირულად დაიღუპა. მისი გარდაცვალების მიზეზი ბავშვების დაცვის მცდელობისას რუსული ჭურვები გახდა. მსახიობმა ჯავშანჟილეტი გაიხადა და ბავშვებს გადააფარა... 

ახლა, მისმა მეგობარმა, ასევე ცნობილმა მომღერალმა, კამალიამ მომხდარზე დუმილი დაარღვია და ადგილობრივ მედია საშუალებას YNIAN-ს ფაშა ლის გარდაცვალების გმირულ ისტორიაზე ესაუბრა. 

"ჩემი მოდერატორი დიმა მუცლის არეში მძიმედ დაიჭრა. ზურგსა და ორივე ფეხში ტყვიამ გაუარა. დიმა ფაშა ლისთან ერთად იმავე ბატალიონში მსახურობდა.

ქალაქ ირპინის დაბომბვისას, ცეცხლმოკიდებული სახლიდან ხალხის ევაკუაციის დროს ორივე მძიმედ დაშავდა, გაიხადეს ჯავშანჟილეტები და ბავშვების რუსი ორკების მიერ ნასროლი ტყვიებისგან დასაცავად გამოიყენეს, ისინი თავშესაფარში გადაიყვანეს.

ცხრავე ბავშვი გადარჩა!

სამწუხაროდ, ფაშა ლი ვერ გადაარჩინეს... დიდება ჩვენს უკრაინელ გმირებს", - განაცხადა კამალიამ.