ახმეტის მუნიციპალიტეტში 64 წლის კაცს ეძებენ

 ლუხუმ ბაშინურიძე

ახმეტის მუნიციპალიტეტის ქვემო ალვანში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.

მესამე დღეა, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს 64 წლის ლუხუმ ბაშინურიძის ადგილსამყოფლის შესახებ, ინფორმაცია არ აქვთ.

ბაშინურიძის ვაჟი განმარტავს, რომ მამის დაკარგვის შესახებ თუშეთში მყოფმა პირებმა შეატყობინეს, ვისთან ერთადაც მამაკაცი მწყემსად მუშაობს.

შვილი ამბობს, რომ მამაკაცი თუშეთიდან რამდენჯერმე ფეხითაც წამოსულა. თუმცა, ის ვარაუდობს, რომ გზაში ამდენი დრო საჭირო არ არის.

დაკარგულის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც.

ოჯახი დახმარებას სთხოვს მოქალაქეებს, რომლებსაც შესაძლოა, ლუხუმ ბაშინურიძის შესახებ რაიმე ინფორმაცია ჰქონდეთ.

საკონტაქტო ნომრებია:

598 92 08 93;

593 45 11 72

✕