გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში სამი მცირეწლოვანი, ტუბერკულოზით დაავადებულ მამასთან და ბიძასთან, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს.
ბავშვების დედა, მარიამ ხუციძე ამბობს, რომ ოჯახს ავადმყოფის სპეციალურ საავადმყოფოში გადაყვანის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.
„ჩემს მეუღლეს დაუდგინდა ძვლის ტუბერკულოზი. მანამდე, ჩემს მაზლს დაუსვეს ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოზი. კი გვეუბნებიან, რომ გადამდები ფორმა არ აქვს, მაგრამ მყავს სამი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელთაგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. სულ პატარა, 11 თვისაა. არანაირი ფინანსური შესაძლებლობა, რომ ჩემი მეუღლე სამკურნალოდ გადავიყვანოთ, არ გვაქვს. თან მცირეწლოვანი ბავშვების და ასეთი ავადმყოფების ერთად ყოფნა, რამდენად დასაშვებია.ძალიან რთული ვითარება გვაქვს"- ჰყვება "პრაიმტაიმთან" მარიამი.
მამაკაცი, რომელსაც ძვლის ტუბერკულოზი დაუდგინდა, 34 წლისაა. ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, მას მუშაობა არ შეუძლია. მარიამ ხუციძე ამბობს, რომ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი, სოციალური დახმარებაა.
„ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ვერავინ მუშაობს, ან სად უნდა იმუშაო. ეს თანხა, რასაც ვიღებთ, წამალსაც არ ჰყოფნის. ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვები მშივრები მყავს. ძალიან მრცხვენია, მაგრამ საკვები, ტანსაცმელი, წამალი, ყველაფერი გვიჭირს. ერთი თვის წინ მივმართე უპოვართა სასადილოში მაინც ჩამწერონ- მეთქი და პასუხი არ ჩანს. ნეტავ გაჩვენათ, რა პირობებში ვცხოვრობთ"- ამბობს ხუციძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში, „პრაიმტაიმს" განუცხადეს, რომ ავადმყოფების ისტორიას და სამედიცინო დასკვნებს შეისწავლიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„დღესვე გავერკვევით ახმეტაში, რა მდგომარეობა აქვთ ამ ადამიანებს. საჭიროა შეასწავლა სამედიცინო დასკვნების და შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას "- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე ფიცხელაურის განმარტებით, მერიას ოჯახის შესახებ, ინფორმაცია არ აქვს.
„როგორც ჩანს, მათ ჩვენთვის არ მოუმართავთ, თორემ ასეთი ოჯახის ამბავი, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩებოდა. სასურველია- ხოლმე, მერის წარმომადგენელს მიმართონ, რომლებიც სწრაფადვე ჩაგვაყენებს საქმის კურსში. დავუკავშირდები,. ოჯახს და გავარკვევთ, რა სახის დახმარება სჭირდებათ, გვაქვს ჩვენ სოციალური პროგრამები",- განაცხადა ფიცხელაურმა.
ტუბერკულოზით დაავადებული მამაკაცი და მისი ოჯახი, თბილისში სპეციალურ-სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ელოდება.