როგორი ამინდი იქნება საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან - რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები
1791490220
პატარა გაბრიელ ჩადუნელის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ოჯახი მეორე შვილის მოლოდინშია.
„ახლა ჩემში მეორე სიცოცხლე იზრდება. ჩემთვის ამ ყველაფრის გაგება ერთდროულად ბედნიერებაც იყო და შიშიც. ისე მიხარია, რომ ისევ გავხდები დედა, ვერ წარმოიდგენთ… ჩვილ ბავშვებზე ვგიჟდები, რომ ჭამენ და თვალები სიამოვნებით რომ ევსებათ... სამწუხაროდ, გაბის ეგ პერიოდი გამოვტოვეთ და ჩემთვის ისევ უცხოა ჩვილი ბავშვის მოვლა…
სახლში მხოლოდ 9 დღე მყავდა და ისიც მხოლოდ ჩემი ქმარი უვლიდა, მე უბრალოდ ვაჭმევდი… ხელში ვერ ვიყვანდი, მხოლოდ გვერდით ვიწვენდი, მეშინოდა… მე მეორე ბავშვის დედიკო ვხდები, მაგრამ ისევ არ ვიცი, როგორ მოვუარო ჩვილ ბავშვს. გაბრიელმა ჩემს გვერდით 9 დღე გაატარა, ღამეც ჩვენთან ეძინა და საწოლს ძალიან დიდი ხანი გაბის სუნი არ გასულა…
იმხელა სტრესი გადავიტანე, არ მეგონა, კიდევ თუ გავხდებოდი დედა. მეშინია, თუმცა ვიცი, რომ ყველაფერს გავუკლავდებით... გაბის კი გვერდით პატარა მეგობარი ეყოლება... ერთად გაიზრდებიან და არ აქვს მნიშვნელობა, დაიკო იქნება თუ ძამიკო. ვიცი, რომ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები იქნებიან. გაბის სურნელი და ჩვილობა კი ვერ შევირგეთ, თუმცა ახლა გვყავს უძლიერესი ბიჭი და ამით ვტკბებით. და ასევე პატარა ნამცეცი მუცელში... ყველაფერი რაღაც მიზნით ხდება და მჯერა, რომ ოდესღაც ეს ტკივილი დავიწყებას მიეცემა“, - წერს თაკო ჩადუნელი.