1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გარემოს დაცვით ღონისძიებებს დღეს მასშტაბური დასუფთავების აქციით შეუერთდა ახალციხის მუნიციპალიტეტი.
დასუფთავების აქციაში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ა(აიპ)-ების თანამშრომლები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და მერის მოადგილემ ვაჟა გაჩეჩილაძემ.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა თამარაშვილის ქუჩა, ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორია, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოსთან მისასვლელი გზა, ახალქალაქის გზატკეცილის, საბარგო სადგურის, სოფლების კლდის, წნისის, გიორგიწმინდისა და მუგარეთის მიმართულებით არსებული გზისპირები, ახალციხის ციხისა და რაბათის დასახლების, ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიები. მონაწილეებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს ცენტრალური საავტომობილო გზისპირები.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვა და დასუფთავების ღონისძიებები ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და პერიოდულად ეწყობა დასუფთავების აქციები.