1746733863
ახალციხე-ასპინძის გზაზე სატვირთო ამობრუნდა - ავზიდან გადმოღვრილი გუდრონი მტკვარში ჩაიღვარა

ახალციხე - ასპინძის გზაზე სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად, ავზიდან 23 ტონა გუდრონი (ბიტუმი) დაიღვარა, მისი ნაწილი კი მდინარე მტკვარში ჩაიღვარა.
45 წლის მძღოლი თურქეთის მოქალაქეა, მას გუდრონი აზერბაიჯანიდან თურქეთში მიჰქონდა.
ადგილზე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც წყლის სინჯები უკვე აიღეს.
დაზიანებული სატვირთო საჯარიმოზე გადაიყვანეს.
ინფორმაციას ადგილობრივი გამომცემლობა, „სამხრეთ კარიბჭე“ ავრცელებს.