ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1777577588
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, უზბეკეთის, პაკისტანის, ჩინეთის, ბელარუსის, ნეპალის, ტაილანდის, ბანგლადეშის, ეთიოპიის, იემენის, ერაყის, იორდანიის, ნიგერიის, სუდანის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების, ჯამში, 103 მოქალაქე.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, – აცხადებენ შსს-ში.