ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქში რეკრუტთა საწვრთნელი I და IV ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცი დადეს, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯარისკაცები თავდაცვის ძალების წვევამდელთა ეროვნულ, ასევე პროფესიულ საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს შეუერთდებიან.
„საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რეკრუტებისთვის ფიცის დადების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა.
საზეიმო ღონისძიებაზე საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატების, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის, ასევე, წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებით - „გიორგი ანწუხელიძე“, „უმწიკვლო სამსახურისთვის“ და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530