მეტეოროლოგის გაფრთხილება - მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ტემპერატურის კლება, ქარი
1757274213
საფრანგეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შესახებ კომენტარი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა გააკეთა.
„მადლობა საფრანგეთს ასეთი მაღალი დონის თამაშისთვის. როცა ვუყურებ იმ შემადგენლობას, რომელსაც ვძლიეთ, ნათლად ჩანს, რაოდენ ძლიერი გუნდია. მინდა აღვნიშნო, რომ პირველივე წუთიდან მზად ვიყავით მსგავსი ტიპის შეხვედრისთვის და საბოლოოდ გამარჯვებაც მოვიპოვეთ.
დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ყველა მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს და იმ გულშემატკივრებსაც, რომლებიც საქართველოდან ჩამოვიდნენ. განსაკუთრებით უნდა გამოვყო სამედიცინო პერსონალი, რომელთა დამსახურებაა, რომ დღეს სრულფასოვანი, 12-კაციანი შემადგენლობა გვყავს. მოკლედ რომ ვთქვა, ისევ აქ ვართ. ბევრს ეგონა, რომ პლეი ოფში შემთხვევით მოვხვდით, კარგი, იფიქრონ ასე“, – განაცხადა ჯიკიჩმა.
საქართველოს ნაკრები პირველად ითამაშებს ევრობასკეტის მეოთხედფინალში, სადაც ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუნდებს შორის მატჩი 10 სექტემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.