ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მოძრაობა თავისუფალია

ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.