„ახალი წლის წინა დღეები მკაცრი ამინდის პირობებით…“ - მეტეოროლოგის განახლებული პროგნოზი

დეკემბრის ამინდი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე ამინდის განახლებულ პროგნოზზე წერს: 

„ახალი წლის წინა დღეები: მკაცრი ამინდის პირობებით.

ის, რასაც შეიძლება საახალწლო ციკლონი ვუწოდოთ, ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ახდენს ზემოქმედებას და ის საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან 24 - დეკემბრიდან დაიწყებს გავრცელებას.

ამიტომაც, დასავლეთში, ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან, ხვალიდან მოსალოდნელია ნალექი (ახალ წლამდე მცირედი გამოდარებებით) ზღვის დონიდან 500-600 მეტრის ზემოთ მოსალოდნელია თოვა, ისევე, როგორც ყველა ზამთრის კურორტზე.

დაბლობსა და ბარში იწვიმებს და დაბალი ტემპერატურის გამო ახალ წლამდე შესაძლებელია იყოს თოვლჭყაპი.

წლის ბოლოს, თუ პროგნოზში ცვლილება არ მოხდება, ქვეყანაში შესაძლოა დაფიქსირდეს სეზონის პირველი მკვეთრი სიცივე. ეს განსხვავებული იქნება გასული წლებისგან, როდესაც მაღალი წნევის ანომალიების ფონზე დეკემბრის ბოლოს ზედმეტად რბილი პირობები გვქონდა. ამჯერად, ამინდი ბუნებრივ სტატისტიკურ კალაპოტში ჩადგება და ეს მშვენიერია“, - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.