ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დედამისის გარდაცვალების გამო ახალი წლის განწყობა საერთოდ არ აქვს.
„საერთოდ არ მიდგას ნაძვის ხე და არც ახალი წლის განწყობა მაქვს არანაირი. ის ძველი ნაძვის ხეც დედაჩემის ტრაგედიისას, სასწრაფოდ მოვაშორე სახლს, ისე მეზიზღებოდა. შინაგანად სრულიად უდღესასწაულოდ დგას ჩემი პიროვნება და ერთადერთი რის სურვილიც მაქვს, მინდა გამოვიკეტო სახლში და დედაჩემის წლისთავს გათიშული ტვინით შევხვდე. ბევრი ვეძალადე საკუთარ თავს, 4 დღე ვყოყმანობდი და მივხვდი, რომ წლისთავის პარალელურად ვერანაირ საახალწლო შემოვლას ვერ შევძლებ.
არა თუ შემოვლას, არამედ ნაძვის ხის დანახვაზეც კი ცუდად ვხდები. ძალიან არ მინდა ბავშვებს ჩვენი 4 წლიანი ტრადიცია, საახალწლო შემოვლა მოვაკლო, მაგრამ მე თვითონ არ ვარ კარგად. მგლოვიარე სახით კი ვერსად ვერ მივალ. გუშინ იყვნენ ჩემი მეგობრები ჩემთან და მივხვდი, რომ რაც არ უნდა იყოს, მაინც ვერ შევძლებ ხელოვნურად სახის გამოკეთებას. წესით ძლიერმა ადამიანმა უნდა შეძლოს, მაგრამ მე არ ვარ საკმარისად ძლიერი როგორც ჩანს. ჩემთვის ახალი წელი არ იქნება. ეს წელი მაპატიეთ, მერე გამოვიკეთებ საკუთარ თავს", - წერს სამოქალაქო აქტივისტი.