აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

გლოვა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს. მათი ცნობით, სოფელ ნერგეეთში ტრაგიკულად დარუპული ნია რობაქიძე მათი სტუდენტი იყო.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოფელ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

ბაღდათში მეწყერმა ჩვენი სტუდენტი იმსხვერპლა. ნია რობაქიძე ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე სწავლობდა. იყო გამორჩეულად კარგი სტუდენტი და მეგობარი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგლისური ენის დეპარტამენტი უდიდეს გულისტკივილს გამოხატავს. ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ნათესავებსა და მეგობრებს,“ - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

ასევე ნახეთ:

ცნობილია, ვინ არიან ასურეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები

უბედურ შემთხვევას ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი და ორი მფრინავი ემსხვერპლა