იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება - ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს?
1735329431
ბლოგერი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ისეთი ბედნიერი ვარ. დღეს ჩემთან ანგელოზები მოვიდნენ 142-ე სკოლიდან და თავის თანატოლებისთვის საჩუქრები მომიტანეს
თავისი ხელით დაუწერეს წერილები და თვითონ გაალამაზეს საახალწლოდ
ესეთი ამბები, პროფესიონალი და დიდი გულის მასწავლებლების დამსახურებაა, მაგალითად ეკა გულაშვილი-ს და ბევრი ასეთი აღმზრდელის. ასევე „მწვანე სკოლის" ბავშვებმა ერთად შეუგროვეს სათამაშოები და ტკბილეული და სხვა ბავშვებს გაუგზავნეს შორეულ სოფლებში.
ყველა ერთად ჩამეხუტა და ახლა ყველაზე დიდი გული მაქვს. ამდენი სიყვარული ერთად, მთელი წლის ენერგიას იძლევა და იმიტომ გამოდის ამდენი საქმე
ბავშვებისაა ყველაფერი დედამიწაზე, გაუფრთხილდით, სიყვარული ასწავლეთ და ესენი ააშენებენ ქვეყანას, ამათ შემოევლოთ ჩემი სიცოცხლე
ძალიან მიყვარხართ და აკა სულ ყოველთვის თქვენს მხარეს იქნება“,- წერს აკა.
ასევე ნახეთ: