ვარკეთილში ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
1735239348
მსოფლიო მედია თვეების წინ წერდა უბედური შემთხვევის შესახებ, რომელიც ხელის თხოვნის დროს, ქალის კლდიდან გადავარდნას უკავშირდება. თვეების შემდეგ კი გაირკვა, რომ ეს უბედური შემთხვევა კი არა, განზრახ მკვლელობა იყო.
42 წლის ნიზამეტინ გურსუმ თავის შეყვარებულისთვის, 39 წლის ლამაზმანისთვის, იესიმ დემირისთვის ხელის თხოვნა გადაწყვიტა. კაცმა ამ დღისთვის ჩანაკალეს კონცხ პოლენტე აირჩია, რომელიც ცნობილია განსაცვიფრებელი ხედებითა და ულამაზესი მზის ჩასვლით. ის დღე ტრაგიკულად დასრულდა.
ქალი ოცდათორმეტი მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა და დაიღუპა.
როცა სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა, იესიმი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მიყენებული დაზიანებებისგან მეორე დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მთელი თურქეთი თანაუგრძნობდა შეყვარებულებს ამ საშინელ ტრაგედიას, თუმცა თვეების შემდეგ მამაკაცი დააკავეს.
საქმე გარდაცვლილი ქალის ნათესავების დაჟინებული მოთხოვნით გაიხსნა. რადგან ამტკიცებდნენ, რომ ქალს მამაკაცი არ უყვარდა და არ დათანხმდებოდა ცოლობაზე. ამასთან, კაცი განქორწინებული იყო და მისი პირველი ცოლი მუდმივად ურეკავდა იესიმს და ემუქრებოდა.
თუმცა საქმის გასახსნელად დამატებითი მტიცებულებები იყო საჭირო, რომელიც პოლიციამ აღმოაჩინა. ნიზამეტინს ჯიბეში უპოვეს ის ბეჭედი, რომელიც საქმრომ ბედნიერ პატარძალს "აჩუქა". ასევე კონცხზე იპოვეს გოგონას გატეხილი სათვალე - რაც მანამდე ფიზიკური ძალადობაზე მიუთითებდა.
იესიმის ოჯახმა ისიც თქვა, რომ მას სიმაღლის პანიკური შიში ჰქონდა და გადავარდნის შიშით, თავად არასდროს მივიდოდა კლდის კიდეზე. გურსას ბრალი განზრახ მკვლელობაზე წაუყენეს, იგი დაპატიმრებულია.
ასევე ნახეთ:
ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვისაც იანვრიდან ხელფასები გაეზრდება
VIDEO: ნახეთ, ანრი ჯოხაძის კლიპი, რომელმაც მაყურებელი აატირა