1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
აგვისტო-სექტემბერში ქართულ ბაზარზე, საწვავის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო. მაჩვენებელი 10-დან 50 თეთრის ფარგლებში მერყეობს.
კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რომ კლების ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასის ვარდნა იყო.
უწყებაში განმარტავენ, რომ აგვისტოში პრემიერის რეკომენდაციით, იმისათვის, რომ გარკვეულიყო ბაზარზე არსებული ვითარება, სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც ფასმა კლება დაიწყო.
,,აგვისტოს თვეში ყველა ტიპის საწვავზე დაახლოებით 40-50 თეთრის ფარგლებშია კლების მაჩვენებელი. კლება გაგრძელდა სექტემბერშიც და 10-40 თეთრია, ყველა ტიპის საწვავზე დაფიქსირებული. კლების ძირითადი მიზეზი არის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების მაჩვენებელი და მისი კორექტირება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აგვისტოს დასაწყისში, იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაცია საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომ გარკვეულიყო ბაზარზე არსებული ვითარება და განსაკუთრებით მსხვილი რეალიზატორების მხრიდან, ქცევის კეთილსინდისიერება ფასებთან მიმართებაში", - განაცხადა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ ,,რუსთავი 2-თან".
კონკურენციის სააგენტო მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის თავზე პირველად შედეგებს წარადგენს და გასცემს რეკომენდაციებს.