1775926019
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან ერთად ბრწყინვალე შვიდეული იწყება - ეს განსაკუთრებული დღეები კვირაცხოვლობამდე გრძელდება
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან ერთად იწყება ბრწყინვალე შვიდეულიც. ეს არის განსაკუთრებული კვირა, რომელიც მომდევნო კვირამდე, კვირაცხოვლობამდე გრძელდება, რომელსაც ახალი კვირა - აღდგომის განახლება ეწოდება.
ამ პერიოდში მსგეფსია, ანუ მორწმუნეებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ. ტაძრებში კი მთელი კვირა ღიაა საკურთხევლის კარი, ეს სიმბოლოა, რომ ქრისტეს აღდგომით ადამიანებისთვის სამოთხის კარი გაიღო.












