1775926019
ხალხმრავლობაა თბილისის სასაფლაოებზე - მოქალაქეები მერიის მიერ გამოყოფილი სპეციალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობენ
დილიდან ხალხმრავლობაა თბილისის სასაფლაოებზე, რომელთა მიმართულებითაც მოქალაქეები მერიის მიერ გამოყოფილი სპეციალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობენ.
ავტობუსები მგზავრები დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე, მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაყავს.












