1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჯანდაცვის სამინისტრო თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, წამლების შეძენა ოთხ დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს და „იმპექსი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი. ერთი მედიკამენტი - „ქსარელტო“ არის ხელმისაწვდომი „GPC”-ს და „ფარმსახლი“-ს მთელ ქსელში.
„თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 50-ამდე დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული. პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.
მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჯანდაცვის სამინისტროში, ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად“,- ნათქვამია განცხადებაში.
მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე : https://www.moh.gov.ge/uploads/files/2022/28.03.22.pdf
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1732393264