პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჯგუფი „ვეძებ“ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს.
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, კონკრეტული ფეისბუკ პროფილის ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ ეს ადამიანი ჯგუფის სხვადასხვა წევრებს წერს მესიჯებს, აძლევს კონკრეტულ ტელეფონის ნომერს და ჰპირდება, რომ კერძო დეტექტივი ბიოლოგიური მშობლების მოძიებაში დაეხმარა. ამის სანაცვლოდ კი ითხოვს თანხას ითხოვს.
„პრაიმტაიმი“ ჯგუფის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„მაშ ასე!!! სანამ ვიღაცამ ძალიან ცუდად დაამთავრა! ვიძლევი ბოლო გაფრთხილებას! ეს ადამიანი ჯგუფის სხვადასხვა წევრებს წერს მესიჯებს, აძლევს ვიღაცის ნომერს და ეუბნება, რომ კერძო დეტექტივი ბიოლოგიური მშობლების მოძიებაში დაეხმარა. ითხოვს თანხას და დადებით შედეგს ჰპირდება.
უმორჩილესი თხოვნაა! არ წამოეგოთ მსგავს პროვოკაციებს, არ ჩაურიცხოთ არავის თანხა, არ დაუჯეროთ, არ ენდოთ!“- წერია განცხადებაში.