„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
სამების საკათედრო ტაძარში მსახურება პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა და პატრიარქის სახელით მრევლს ხარება მიულოცა.
„გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, დღეს არის ხარება, ყოვლად წმინდისა ღვთისმშობლისა, გადმოგცემთ სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა. ხარება ეს არის დღე, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა ყოვლადწმინდა ქალწულს და ახარა მას, რომ მასზე გარდამოვა სული წმინდა, თავის წიაღში ჩაისახება, მისგან იშვება მომავალი მხსნელი სოფლისა, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან განურჩევლად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებრივი აღმსარებლობისა, დგება ამ წმინდა და ტკბილი სახელია წინაშე. სახარება ყველგან იქადაგება, ყველას სმენია იესო ქრისტეს შესახებ, ადამიანი ირჩევს უკვე მიიღოს თუ არა ეს ხარება, მიიღოს თუ არა თავის გულში ქრისტე, როგორც მიიღო ყოვლად წმინდა ღვთისმშობელმა. ღმერთი მრევლი საუკუნე ამზადებდა თავის ერს, ისრაელს მესიის მოსასვლელად და იმისთვის, რომ წარმოეშვა ამ ერს ასეთი საოცარი ადამიანი, როგორიც არის ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი. ყოვლად წმინდა ღვთისმშობელმა დიდ მადლთან ერთად მიიღო სატანჯველიც, მთელი მისი ცხოვრება მწუხარებით იყო სავსე, ადამიანის გულში რომ შემოვიდეს ქრისტე და იშვას მასში, დიდი სულიერი ღვაწლი არის საჭირო, ეს ღვაწლი არის ბრძოლა საკუთარ თავთან იმიტომ, რომ ცოდვა ისე შეგვეთვისა ჩვენ, რომ ჩვენეული გახდა უკვე, ბრძოლა საკუთარ ვნებებთან, ბრძოლა ბოროტ სულებთან, ბრძოლა ამ წუთისოფლისგან მომდინარე განსაცდელებთან, ეს ყველაფერი ღვაწლს გულისხმობს და სხვანაირად უფალი ჩვენს გულში ვერ შემოვა. დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე, ვევედროთ ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, რომ მისი ცრემლები, მისი სიხარული და ძე ღმერთის განკაცება, უფალი იესო ქრისტეს ცხოვრება, მისი ტანჯვა, მისი ჯვარცმა, მისი აღდგომა არ ყოფილიყოს ჩვენთვის ამაო. ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ჩვენში აღორძინდეს უფალი, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი და მარადიული ცხოვრება“, – განაცხადა მეუფე შიომ.