რატომ არ უნდა გარეცხოთ სარეცხი 40 გრადუს ტემპერატურაზე - სპეციალისტების რჩევა
1772736628
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ინდუსტრიის უმსხვილეს გამოფენაში „ITB BERLIN“ მიიღო მონაწილეობა. საქმიანი ტურიზმის მასტაბურ გამოფენაზე დეპარტამენტმა რეგიონი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა. „ITB BERLIN“-ის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა, რეგიონის ცნობადობის გაზრდისა და ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მიზნით, 50-მდე საქმიანი შეხვედრა გამართა სარეკლამო, ტურისტული კომპანიების, მსხვილი მედიაჰოლდინგების, ასოციაციებისა და ციფრული მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორის Euronews-ის, Deutsche Welle-ს, Conde Nast Traveller-ის, National Geographic Traveller-ის, The Food and Travel-ის, The Telegraph-ის, Independent-ის, World Tourism Cities Forum-ის, Monsoon-ის, Voyage Fox-ის, Travelzoo-სა და Beyond Footrpints-ის მენეჯმენტთან.
საქართველოს სტენდთან გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარის და ზოგადად, საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებების, პროდუქტების, სერვისებისა და გასტრონომიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. “ITB BERLIN” ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებაა. წელს, მასში ტურისტული პროდუქტები და სერვისები 170-ზე მეტი ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში „ITB BERLIN”-ს 100,000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო. გამოფენას ასევე ესწრებოდა გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83 656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 6.4%-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან. საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.