აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შვილი პირველ კლასში მიიყვანა (ფოტოები)

რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მეუღლესთან, მაგდა მამულაძესთან ერთად უფროსი შვილი ელიზაბეტი ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში მიიყვანა.

,,პატარა ელიზაბეტის პირველი დღე სკოლაში“, - შვილის სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

თორნიკე რიჟვაძემ პედაგოგებს და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.