„აბაზანაში თუ კამერაა, როგორ იბანთ?“ - რას ჰპასუხობს „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე მაყურებლის კითხვას

პრაიმ  ჰაუსი

რეალური შოუს მონაწილეები „პრაიმ ჰაუსში“ უკვე დაბინავდნენ. „რუსთავის 2“-ის ეთერში 3 თვის განმავლობაში 14 მონაწილის ახალი მისამართი სწორედ ეს იქნება.

ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები კონკურენტები გახდებიან და გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. 

ზოგიერთისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, მუდმივ რეჟიმში, ნებისმიერ წერტილში, მაყურებლები თვალს გადევნებდნენ, მაშინაც, როცა სააბაზანო ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ადამიანი ყველასგან განმარტოვდება.

გამომწერის კითხვაზე, აბაზანაში თუ კამერაა, როგორ ბანაობენ, პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, სალი კაპანაძე ჰპასუხობს.

„აი ასე, ჩვეულებრივად ვიბანთ, კამერების წინ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს. ყველა აბაზანაში არის კამერა.“ - ამბობს სალი კაპანაძე.

 

ასევე ნახეთ - ცნობილების სკანდალური განქორწინებები