ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
1755188294
„8 წელი გავატარე სასწრაფო დახმარების სამსახურში ჩვენი გმირების გვერდით. არაერთი სამაშველო ღონისძიების დროს მინახავს პილოტების, ექიმებისა და მაშველების გამორჩეული პროფესიონალიზმი და თავდადება - ამის შესახებ ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„8 ადამიანი დავკარგეთ დღეს - პილოტები, მაშველები, სასწრაფო დახმარების მედიკოსები… 8 წელი გავატარე სასწრაფო დახმარების სამსახურში ჩვენი გმირების გვერდით. არაერთი სამაშველო ღონისძიების დროს მინახავს პილოტების, ექიმებისა და მაშველების გამორჩეული პროფესიონალიზმი და თავდადება. ასეთია თითოეული მათგანის ყოველდღიურობა, მუდამ მზადყოფნაში - ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად. სხვაგვარად უბრალოდ არ შეუძლიათ... ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს ამ წარმოუდგენელ ტრაგედიას,” - წერს თალაკვაძე.