„60 წელიწადში ერთხელ მოდის ცეცხლოვანი ცხენის წელი“ - გოგა მანია ახალ 2026 წელთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს

გოგა მანია

2026 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით, ცეცხლოვანი ცხენის წელია, რაც ახალ ენერგიებს, გარდატეხებსა და სისწრაფეს მოასწავებს.

ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცონდე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ასეთი წელი 60 წელიწადში ერთხელ მოდის. 

როგორ უნდა შევხვდეთ ცხენის წელს და რა უნდა გავითვალისწინოთ?

„60 წელიწადში ერთხელ მოდის ცეცხლოვანი ცხენის წელი, ეს უბრალო ცხენის წელი არ არის. მას მოაქვს სიახლეები, ყველაფერ ცუდს უკან ტოვებს. იქნება წინსვლა წარმატებისკენ, ეს არის ძველის გაშვება, თავიდან დაბადება და ტრანსფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, შევხვდეთ თბილ გარემოში. 

ახალი წლის სუფრაზე ნუ გექნებათ წითელი ხორცი, შეგიძლიათ ქათმის ხორცი, ინდაური. აქვე მინდა დავამატო, საქართველოსთვის საოცარი წელი მოდის. 

ვის გაუმართლებს - გულწრფელ და კეთილ ადამიანებს. 

ვის გაუჭირდება - მათ ვინც არ იცის ემოციების კონტროლი და არის დისბალანსში და ცდილობენ, რომ ცუდით იმანიპულირონ. როგორც მოექცევით სხვას, ის ათმაგად უკან დაგიბრუნდებათ. 

მადლიერებით გავაცილოთ 2025 წელი და შევხვდეთ ცეცხლოვან ცხელის წელს მეტი სიყვარულით, დაფასებით და ადამიანობით“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.