6 თვეში, არასრულწლოვანთა მშობიარობის 201 შემთხვევა დაფიქსირდა

ორსული

დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება! - სამოქალაქო აქტივისტები და ექსპერტები დღეს ადრეული ქორწინების პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილება სისტემურ პრობლემასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი როგორ აპირებს  მესამე სექტორი ამ  პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლას. ცნობილია, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შექმნიან საინიციატივო ჯგუფს, რომელიც სახელმწიფო უწყებებთან ითანამშრომლებს და მიაწვდის ინფორმაციას.

სახალხო დამცველის სტატისტიკით, 2023 წლის ბოლო 6 თვეში, არასრულწლოვანთა მშობიარობის 201 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან მხოლოდ სამია არასრულწლოვანი კაცი, [ბავშვების მამა] დანარჩენ შემთხვევაში კი სავარაუდო პედოფილიის ფაქტები იკვეთება.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მძიმე ემოციური ფონი აქვთ“ - სასამართლოში 14 წლის გოგონას მკვლელობისთვის ბრალდებული კაცის მშობლები დაიბარეს

„დედამ ნიშნობა მხოლოდ ერთი პირობით დაუშვა...“ - მოკლული 14 წლის გოგოს დედის ადვოკატი

ოზურგეთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვა სცადეს