VIDEO: რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე - კადრები ადგილიდან
1732789434
ოჯახი კახა კახიძეს ეძებს, რომელიც 18 აგვისტოს თურქეთის მიმართულებით სამუშაოდ გაემგზავრა.
ინფორმაციას დაკარგული მამაკაცის მეუღლე სალომე ასპანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„2022 წლის 18 აგვისტოს თურქეთის მიმართულებით გაემგზავრა ჩემი მეუღლე კახა კახიძე. პოლიციის ინფორმაციით 19 აგვისტოს გადაკვეთა თურქეთის საზღვარი.
6 დღეა უშედეგოდ ვცდილობ მასთან ტელეფონზე დაკავშირებას. ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს სადმე შეგხვედრიათ ან რამე ინფორმაციას ფლობთ მცირედიც მნიშვნელოვანი იქნება იქნებ შემეხმიანოთ.
ძალიან ვნერვიულობ და მიიტანეთ გულთან ჩემი მდგომარეობა. თქვენი იმედი მაქვს. ვურთავ ფოტოს არ ვიცი რომელი ავტობუსით წავიდა და არც ნომერი აქვს 17-ის მერე არ მქონია კონტაქტი და სამუშაოდ წასული არანაირი მავნე ჩვევა არ აქვს და ფსიქიკურადაც ჯანმრთელია“, - წერს სალომე ასპანიძე.