პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მამუკა და რუსუდან ჩაჩხიანს საზოგადოება კარგად იცნობს.
საოცარი წყვილი მაყურებელმა ერთი წლის წინ გაიცნო და ეკრანიდან შეიყვარა.
მამუკა ჩაჩხიანი რუსუდანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
,,მინდა დავიწყო მადლიერებით თქვენდამი ჩვენებო. რამეთუ თქვენმა სიკეთემ ისეთი რამ გააკეთა რაც წარმოუდგენელი იყო აქამდე, პირველი ის რომ ორი დიაგნოზიდან ერთი არ დადასტურდა, რაც რუსო თითქმის 40 წელი ცხოვრობდა ამ შიშით თუ როდის დაიწყებოდა გართულება ხელი ჰქონდა ჩაქნეული რადგან არ იკურნებოდა ეს დაავადება აღარ ვამბობ რამდენი არა სწორი მკურნალობით ზიანი მიადგა ჯანმრთელობას მოკლედ ორიდან ერთ ერთი იყო გაფანტული სკლეროზი რაც არ დადასტურდა თავის ტვინის მრტ.გადაღების დროს. მეორე ხერხემლის დაზიანება ჰქონდა მაგრამ ზუსტად რა მდგომარეობა იყო არ ვიცოდით ახლა შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნები და ექიმის რჩევით რაც დაზიანებულია იმას არაფერი ეშველება მაგრამ ნაწილი ზურგის ტვინი არ არის დაზიანებული ექვემდებარება მკურნალობას ეს არის არა მარტო ჩინური ნემსებით მკურნალობა არამედ წამლებით და ფიზიკური ვარჯიშებით კარგი იქნებოდა რეაბილიტაციის გავლა მაგრამ ამ ეტაპზე გვაქვს ორი ტრენაჟორი რაც დაწყებისთვის საკმარისია და რაც მთავარი არის შედეგი ამ მოკლე ხანში და იმედი იმისა რომ რუსო ჯოხით მაინც გაივლის დამოუკიდებლად. ყველაზე კარგი რაც გაკეთდა თქვენი თანადგომით შევძელით სიმართლის გაგება. გვიყვარხართ სულში და გულში გვეიმედებით ჩვენო საყვარელო ადამიანებო“, - წერს მამუკა ჩაჩხიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
სისხლიანი ანგარიშსწორება ვარკეთილში - ახალგაზრდა კაცმა მეგობარი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა