28 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

წვიმა

28 მარტს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +9 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მცირე წვიმა იქნება, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +11, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

იწვიმებს სოხუმშიც, +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით, ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მცირე ნალექი იქნება, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ახალციხეშიც, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც იქნება მცირე ნალექი წვიმის სახით, +6 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს. დღისით +7 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით, დღის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 4 ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება თელავში, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 4 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმა იქნება გურჯაანში. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით 9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 3 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს რუსთავში, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.