27 იანვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეა - ნახეთ ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

წმინდა ნინო

27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანულ ტაძრებში წირვა აღევლინება.

ისტორიული კვლევების მიხედვით, ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეში შემოვიდა, თუმცა დროთა განმავლობაში მრევლი შემცირდა და გაიზარდა კერპთაყვანისმცემელთა რიცხვი. სწორედ ამიტომ, მეოთხე საუკუნეში, წმინდა ნინო უფალმა საქართველოში მოავლინა.

იგი წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება.

წმინდანი საქართველოში, დაახლოებით 323 წელს, ჯავახეთიდან შემოვიდა. მან თან შემოიტანა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი.

წმინდა ნინოს ხსენებას მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს: 1 ივნისს – მისი საქართველოში შემოსვლისა და 27 იანვარს – გარდაცვალების დღეს.

ამ დღეს განსაკუთრებით ბოდბეში აღნიშნავენ.

სავედრებელი ლოცვა წმინდა ნინოსადმი
„მარგარიტოო, შროშანივით აჰყვავებულო,
ღვთის მშობლის მადლით განჰბრწყინვებულო წმიდაო ნინო..
სახიერებითა და სიბრძნითა ღმრთისაითა,
ნაწნავთ მორთული, ცრემლებით ნამული ვაზის ჯვრით ხელში…
შენ განგინათლავს საქართველო ქრისტეს დიდებით…
ამისთვისაცა გაქებთ და გიგალობთ,
მიმადლებულო, გიხაროდენ…

აწცა განანათლენ ქართველნი ესე…ამინ…“

ასევე ნახეთ:

ბაბი კირკიტაძე ახალ კადრებს აქვეყნებს

VIDEO: ეს რიტუალი დაგეხმარებათ, თუ თვლით, რომ ბედი გაქვთ ჩაკეტილი

როდის და როგორ უნდა მოიხსენიოთ წასულები - მიცვალებულთა მოხსენიების დღეები 2024 წელს