27 აპრილს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

27 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს. 

„ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის, ნინოშვილის, კარგარეთელის, ტოვსტონოგოვის, ოცდაექვსი მაისის, პასტერის, გია ყანჩელის, ივანე ჯავახიშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონ II, კრწანისის, გორგასალის და კაციტაძის ქუჩების მოსახლეობას", - ნათქვამია განცხადებაში.