1772995280
"21 წლის იყო მაშინ...შემდეგ იყო მეორე უდიდესი ტრაგედია..." - მარიკა კვალიაშვილი
ყველასთვის საყვარელმა კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილი გადაცემაში „ნოესთან“ მისი პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ბევრი საინტერესო ისტორია გაიხსენა.
კომპოზიტორმა მისი ცხოვრების უდიდეს ტრაგედიებზეც ისაუბრა. მარიკა კვალიაშვილს შვილი და შვილიშვილი ჰყავს გარდაცვლილი.
„ეს იყო უდიდესი ტრაგედია, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩემი შვილი, 21 წლის იყო მაშინ. თუ მანამდე ბედნიერი ვიყავი, ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. თუმცა ვიპოვე ძალა რომ ეს ტრაგედია ჩემში დამეტოვებინა, სხვა არ შემეწუხებინა და არ დამეთრგუნა. მე დღესაც ვესაუბრები ჩემს შვილს და ვიღებ მისგან პასუხსაც. შემდეგ იყო მეორე უდიდესი ტრაგედია, ჩემი შვილიშვილი გარდაიცვალა. 13 წლის წინ მოხდა ეს ტრაგედია, ისე ჰგავდა თავის ბიძას...ძალიან კარგი ბიჭი იყო. მე უნდა ვყოფილიყავი ძლიერი, უნდა გამეძლიერებინა ჩემი რძალი. უნდა ეცადო რომ ეს ცრემლი ოჯახის წევრებსაც არ აჩვენო, მათ უნდა შემოუძახო და აჩვენო რომ მწუხარებამ არ უნდა გადაგთელოს“ - ამბობს მარიკა კვალიაშვილი.










