ემოციური ხელის თხოვნა ქუთაისში - მანიკურის სპეციალისტს რჩეულმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
1792054623
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 10 გამორჩეული მასწავლებელი შეირჩა.
თითოეულ გამარჯვებულ პედაგოგს 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი გადაეცემა.
კომისიის წევრები თითოეული პედაგოგის ისტორიას, პროფესიულ საქმიანობას, მრავალწლიან გამოცდილებასა და მიღწევებს გაეცნენ.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, აღინიშნება.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ყოველწლიურად მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია იმართება. წელს ღონისძიება ქალაქ ქუთაისში ჩატარდება.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.