კარგი სიახლე მერიისგან - ნახეთ, რომელი მიმართულებით დაემატა ახალი მარშრუტი
1771585722
საქართველოს მთავრობა სოციალურად დაუცველთა ბაზების გადახედვას იწყებს. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არსებობს სერიოზული შეუსაბამოები სიღარიბის დაძლევის პროგრესსა და შემწეობის მიმღებთა რაოდენობას შორის.
მისი თქმით, სოციალურად დაუცველთა სიაში აღმოჩენილია შეუსაბამო პირთა დიდი რაოდენობა. მათ შორის ისეთები, რომლებსაც შეძენილი აქვთ ძვირადღირებული ავტომანქანები, უფიქსირდებათ ბოლო სამი თვის განმავლობაში შემოსავალი რამდენიმე ათეული ათასი ლარი და აღებული აქვთ საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით.
"დღეის მდგომარეობით, ოჯახების რაოდენობა, დაახლოებით, 185 000 და ცხადია, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ უფრო ბევრი ოჯახის მოცვა, ოჯახის დაფარვა მოხდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობით. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ პირველადი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული ნაწილი ოჯახებისა, რომელთა შემოსავალი ან მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იმ ბაზების მიხედვით, რაც ხელმისაწვდომია სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, ბევრად აღემატება იმ საჭიროებას რაც, რეალურად, ოჯახს აქვს. ეს ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ნაკლებია დადგენილ ზღვარზე, ისინი უწყვეტად გააგრძელებენ საარსებო შემწეობის მიღებას," - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსმა, თეა გვარამაძემ.