1746007492
2024 წელს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიან ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

2024 წელს საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტები.
განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ისრაელიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 310,982 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +43.3%-ია.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტები ინდოეთიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 124,335 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა +46.8%-ია. ვიზიტები იზრდება ჩინეთიდანაც. ამ ქვეყნიდან საქართველოში 88,583 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 83.4%--ია. ზრდა არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აშშ-დან საქართველოში 51,728 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 10.7%-ია.