„25 წელი წამში დასრულდა...“ - ვაზიანში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ
1755288881
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ხორხე გარბახოსას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კალათბურთის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებულ გეგმებს.
განიხილეს თბილისში 16 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობა. ხორხე გარბახოსამ
პრემიერ-მინისტრს ჩემპიონატის მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე წარმატებები უსურვა.