1769545732
„20 წუთი დაგვიანება და შეიძლებოდა ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი…“ – ზალიკო ბერგერი ცხოვრების რთულ პერიოდზე
ზალიკო ბერგერი ნოე სულაბერიძის გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იქნება, რომლის ეთერშიც თავისი დამოკიდებულისგან თავის დაღწევის შესახებ გვიყვება.
„ბევრმა ადამიანმა ჩემი დამოკიდებულების შესახებ არ იცოდა. არსად არ გადიხარ, მხოლოდ საკუთარ თავში ხარ ჩაკეტილი, არ გინდა ვინმეს დაენახო. მუდმივი შფოთვა, უბედურება, ღამენათევი ხარ, საჭმელს ვერ ჭამ. ხანჯალი რომ ჩაგარჭონ ზემოდან და ქვემოდან, შემდეგ შიგნით რომ დაატრიალონ ისეთი ტკივილი მქონდა,
ვიფიქრე რომ ინფარქტი მაქვს. 20 წუთი დაგვიანება და შეიძლებოდა ცოცხალი აღარ დავრჩენილიყავი“, – ამბობს ზალიკო ბერგერი.












