„2 წუთში ყველაფერი თავზე ჩამომენგრა... ტკივილია რომ ხვდები, სიფრიფანა გოგო უცებ ვეღარ მოძრაობ" - ირმა ხეცურიანი

ირმა ხეცურიანი

პარასპორტსმენი  და პარამოფარიკავე, ირმა ხეცურიანი „რუსთავი 2"-ის რუბრიკის „დაუვიწყარი ემოციის" სტუმარი იყო .

ირმა ხეცურიანმა ისაუბრა იმ შეგრძნებებზე, რომლებიც დიაგნოზის გაგებას ახლდა თან:

„მაშინ ვიყავი 18 წლის, დამიდგინდა კეთილთვისებიანი სიმსივნე. თუმცა, იყო სწრაფად ზრდადი და იყო გულმკერდის არეში. იმდენად დიდი და რომ დაგვიანებული იყო სხვა მანიპულაციების გაკეთება. ოპერაციის შემდეგ ჩემი შედეგი იყო ეტლი და პარაპლეგია. საბოლოო ჯამში მამაჩემმა მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ის იყო საქართველოში და ჩუმად უთხრეს: ფეხზე ვერ გაივლის, მაგრამ იცოცხლებს, შენ გადაწყვიტეო. მამაჩემმაც გადაწყვიტა, რომ მეცოცხლა... ყველაფერი თავზე ჩამომენგრა. 2 წუთში ყველაფერი თავზე ჩამომენგრა...იმდენად მძიმედ განვიცადე... ტკივილია რომ ხვდები, სიფრიფანა გოგო უცებ ვეღარ მოძრაობ".