18 მარტს თბილისის უმეტეს რაიონში დენი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ელექტრომომარაგება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 18 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, III კვარტლების (ნაწილობრივ), სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის, ტაბიძის, გიორგი გეგეჭკორის, მედეა ჩახავას, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, ოთარ ჩხეიძის, ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ბახტრიონის, ფანასკერტელ-ციციშვილის, კონსტანტინე კაპანელის, ჟღენტის, ილია აბულაძის, შალვა ნუცუბიძის, ელგუჯა ამაშუკელის, ხომლის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზესტაფონის, ტრაქტორის, ცისარტყელას, ცოტნე დადიანის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის (ნაწილობრივ), ურეკის და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ალეკო გობრონიძის, ლერი ლაგურაშვილის, ავშნის, ევგენი ღვალაძის, რეზო გაბაშვილის, ლურჯ ქედის, საგუბარის, ქობის, ერისთავის, ამირან ბობოხიძის, ავჭალის და სერგი გორგაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ალექსანდრე ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, II, III კვარტლების, გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, პეტრე სარაჯიშვილის და დიდგორის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაკვეთები), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), მისის დასახლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის, დიდგორის, მიხა ხელაშვილის და ექვთიმე ხელაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), შანდორ პეტეფის და ემზარ სულაქველიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების III, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ჯავახეთის და გიორგი მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.